Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ოტუნბაევა სამხრეთ ყირგიზეთში ჩავიდა


ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა სამხრეთ ყირგიზეთს ეწვია - რეგიონს, რომელშიც ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებებს ივნისში 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო ქალაქი ოში, რომელში ვიზიტსაც ოტუნბაევას ტურნე ასევე ითვალისწინებს. მისი ტურნეს ფონია დაძაბულობა გეგმის გამო, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ყირგიზეთში ეუთოს 50-კაციანი საპოლიციო მისია უნდა განთავსდეს. უცხოელი პოლიციელები შეიარაღებული არ იქნებიან და მეთვალყურეობას გაუწევენ ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას. ეუთოს პოლიციელების განთავსებას დაყაბულდა ყირგიზეთის მთავრობა, მაგრამ გეგმას აკრიტიკებს ეთნიკური ყირგიზების ნაწილი. მიმდინარე კვირაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც ოშში ეუთოს წარმომადგენლის ოფისთან გაიმართა.
XS
SM
MD
LG