Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოები გრძელდება


ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციაზე 160-მდე ადამიანი მუშაობს. სამუშაოებში ვერტმფრენებიც არიან ჩართული. როგორც რეგიონში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება ადგილზე მომუშავე მეხანძრეებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხანძარმა 12 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა. ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარი მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. ბორჯომის ხეობაში ხანძარი გუშინ გაჩნდა, ჯერ-ჯერობით უცნობი მიზეზით.
XS
SM
MD
LG