Accessibility links

ახალი ამბები

ბორჯომის ხეობაში, ბოლო ინფორმაციით, 16 ჰექტარი ფართობი განადგურდა

მესამე დღეა ხანძარია ბორჯომის ხეობაში, სადაც ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, 16 ჰექტარი ფართობი განადგურდა. საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ხანძრის რამდენიმე დიდი კერა უკვე ლოკალიზებულია, ცეცხლის მრავალი, ე.წ. გაბნეული კერის ჩასაქრობად კი, ავიაციაც მუშაობს. სამინისტროს განცხადებით, ხანძრის მასშტაბის გაზრდის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი

კობახიძე: იმედი მაქვს, ჩვენი მოდელის შესახებ საბოლოო ჯამში შეთანხმება იქნება მიღწეული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა საინტერესო და ორიგინალური იდეები.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის იდეები ქმნის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიები „რაციონალური და სამართლიანი დოზით“ იყვნენ წარმოდგენილები.

„შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაიწყებენ საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება იქნება მიღწეული“, - თქვა კობახიძემ, თუმცა „ქართული ოცნების“ წინადადების რამდენიმე პრინციპი დაასახელა.

„საბოლოო ჯამში ის იდეები, რომლებიც გავაჟღერეთ დღევანდელ შეხვედრაზე, იძლევა იმის საშუალებას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მანდატების კუთხით მიიღოს იგივე შედეგი, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. ეს დავამტკიცეთ ჩვენ კონკრეტული ციფრებით. ის მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არის ბოლომდე დაახლოებული პროპორციულ სისტემასთან, ერთადერთი დარჩა ის, რომ თუ ვინმეს უნდა საბაბის მოძებნა, ეს ყოველთვის შეიძლება. არგუმენტები ამ იდეების წინააღმდეგ შეუძლებელია, რომ მოიძებნოს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად სწორი მოდელის ჩამოყალიბებას და იმედი მაქვს, რომ ამ მოდელთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში შეთანხმება იქნება მიღწეული“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ყოფილი სპიკერი შეთანხმებისთვის აუცილებელ ვადასაც ასახელებს.

„ვფიქრობთ, რომ ოთხშაბათს უნდა დაინიცირდეს კანონპროექტი იმისთვის, რომ სათანადო პროცედურით მთლიანად საკანონმდებლო პაკეტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხერხდეს. იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მთლიანობაში სჭირდება სამი თვე, საყოველთაო-სახალხო განხილვებითა და სამი მოსმენით. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რასაც დაახლოებით ერთ თვემდე დასჭირდება, შესაბამისად, ჩვენ რეალურად რამდენიმე დღე გვაქვს იმისთვის, რომ შევჯერდეთ კონკრეტულ მოდელზე და ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს“, - აღნიშნავს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას „მეგობრული“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი კონკრეტულ შეთანხმებამდე არ მისულან.

„ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს“, - შენიშნავს თალაკვაძე. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგის პოზიტიური შედეგით დასრულება სურს.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად“, - განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ რიცხვებსა და პროცენტებზე შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.

პარლამენტის სპიკერის თქმით, მომდევნო შეხვედრის მოსამზადებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო.

ამერიკის ელჩის მოადგილისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე რეზიდენციაში უმასპინძლა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

შეხვედრის შემდეგ ილაპარაკეს ოპოზიციის წარმომადგელნებმაც.

„ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის“ - ხელისუფლება-ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრა დასრულდა

ფოტო: 2019 წლის 8 დეკემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრა

ამერიკის ელჩის მოადგილისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე რეზიდენციაში უმასპინძლა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

„არავითარი შეთანხმება არ არის. არავითარი წინადადება და თანხმობა არ ყოფილა. აზრების თავისუფალი გაცვლა იყო“, - თქვა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. თუმცა მალევე დასძინა: „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა, მოხსნა თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც თეორიულად ოპოზიციისთვის იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა, არ ვიცით“.

როგორც ვაშაძე ამბობს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა რჩება - მაქსიმალურად მიახლოება პროპორციულ სისტემასთან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ არაფერი არსებითად არ შეცვლილა.

„თუ შეიცვლება ვითარება, ან ბატონი ივანიშვილი გონს მოვა და გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, იმისკენ, რომ განიმუხტოს ვითარება, ყველამ იცის ჩვენი პოზიცია. განმუხტვას სჭირდება ორი რამ: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ნიშნავს არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. თუ ეს მოხდება, მთელი ოპოზიცია მოწადინებულია, განიმუხტოს ვითარება. ოპოზიცია არის ძალიან მოქნილი. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს“, - აღნიშნავს ბოკერია.

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნება მიღწეული.

„ბოლო ათ დღემდე ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას მაინცდამაინც ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა და ამიტომ ვაგრძელებთ თავდაუზოგავად შრომას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, ადამიანები უფრო არ დავშორდეთ ერთმანეთს და ამ საერთო სამშობლოს ბრძოლის ველად და ასპარეზად არ ვუყურებდეთ. კომპრომისის შანსი არსებობს. კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგების, ოპოზიციის მხრიდან და ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომ ამ სირთულეებს ვუმკლავდებით“, - ამბობს უსუფაშვილი. მისი თქმით, თუ მომავალ სამშაბათ-ოთხშაბათს ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლომდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება, არჩევნები კი ოქტომბერშია. ამიტომ, როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ამჟამად ბუნებრივი ცაიტნოტია და არა - სამართლებრივი.

არაფორმალურ შეხვედრას ესწრებოდა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში. მისი თქმით, მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო, კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. ჯაშმა ისიც თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მასპინძლობით გამართულ შეხვედრაზე ახალი წინადადებები იყო წარმოდგენილი, ახლა კი მათზე საპასუხო პოზიცია მოისმინეს.

„მსჯელობა სწორედ, ამ ვერსიებთან დაკავშირებით წავიდა. მინდა პატივი ვცე მოლაპარაკების შეთანხმებას და კონკრეტული რიცხვების შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა „100-50“-თან შედარებით, უფრო პროპორციულისკენ ნაბიჯი გადადგმულია“, - თქვა მარიამ ჯაშმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეხუთე რაუნდის გამართვა დაგეგმილი არ არის. პოლიტიკოსები არც მომდევნო არაფორმალური შეხვედრის შესახებ საუბრობენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდის წინ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების საკონსულტააციო ფორმატმა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

აუდიტი: „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და მწვრთნელად

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში ჩაატარა საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ დაკლოვანებებს შორის დასახელებულია შპს „სარაგბო კლუბი ბათუმის“ შემთხვევები, სადაც აუდიტის თანახმად, საშტატო ერთეულით გათვალიწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფიზიკური პირები; ამასთან, აუდიტის ცნობით, არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კლუბს გაცემული აქვს ანაზღაურება.

საყურადღებოა, მასაჟისტის პოზიციასთან დაკავშირებული შემთხვევა.

უნდა აღნიშნოს, რომ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტს შეკითხვები აქვს მასაჟისტემის მიერ შესრულებულ სამუშაოზეც.

„შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო განრიგით დამტკიცებული და დასაქმებულია 3 მასაჟისტი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2 ფიზიკური პირის მიერ, მასაჟისტის პოზიციით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ დასტურდება და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსის საფრთხემ უმაღლეს წერტილს მიაღწია

გაეროს ჯანმრთელობის დაცვის უწყების თანახმად, ახალი კორონავირუსის საფრთხემ უმაღლეს წერტილს მიაღწია მთელ მსოფლიოში მაშინ, როცა ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა თავდაპირველად ვირუსი, დაავადებულთა გავრცელების სისწრაფემ იკლო. ამის თაობაზე ჟენევაში განაცხადა 28 თებერვალს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰამონ ღებრეიესუსმა.

კორონავირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს ეკონომიკას და მსოფლიოს ბირჟებზე გრძელდება კურსების მკვეთრი დაცემა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ფონზე.

COVID-19-ით ინფიცირებულია 83,000 ადამიანი. ვირუსს ემსხვერპლა 2800 პირი. დაღუპულთა უდიდესი რაოდენობა მოდის ჩინეთზე, სადაც დაავადება დეკემბრის შემდეგ გავრცელდა.

28 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ გამოაცხადეს აზერბაიჯანმა, ბელორუსმა, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, მექსიკამ და ახალმა ზელანდიამ.


ტედროსის თქმით, მთავარია გზა გადაეკეტოს დაავადების გავრცელებას. მისივე თქმით, კაცობრიობის მტერი იმდენად ვირუსი არ არის, რამდენადაც შიში, ჭორები და სტიგმა და დამხმარე კი - ფაქტები, გონიერება და სოლიდარობა.

ახლო აღმოსავლეთში ირანი გახდა ვირუსის გავრცელების მთავარი ქვეყანა, სადაც 34-მდე გაიზარდა დახოცილთა რიცხვი ბოლო 24 საათში.

პრაღის სუნიტთა ყოფილ იმამს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ფათე ალ-შამის მეომრები ალეპოში, 2016 წელი

პრაღის სუნიტთა ყოფილ იმამს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას მერე, რაც ის დამნაშავედ სცნეს ტერორისტული ჯგუფში გაერთიანებისა და ტერორიზმის დაფინანსებაში. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ჩეხეთის რესპუბლიკის სააგენტო CTK-მ.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ სამერ შეჰადემ დახმარება გაუწია თავის ძმას და მოგვიანებით, რძალს, ფატმა ჰუდკოვას, სირიაში ჩასულიყვნენ და შეერთებოდნენ ტერორისტულ ჯგუფს, ფათე ალ-შამს.
შეჰადე დამნაშავედ სცნეს დაუდგენელი რაოდენობის თანხის გაგზავნაში ჯგუფისთვის, რომელიც ცდილობს შეცვალოს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობა „ისლამური სახელმწიფოთი“.
პრაღის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ დაუსწრებლად სცნო სხვა ორი პირი. ერთს 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მეორეს- ექვსი.
შეჰადემ ბრალდება არ უარყო, მაგრამ თქვა, რომ ის არ მიიჩნევს ნამოქმედარს დანაშაულად, რადგან სირიის მთავრობას არ აღიარებს და ჯგუფს კი ტერორისტულად არ მიიჩნევს.
შეჰადეს აქვს უფლება განაჩენი გაასაჩივროს.

პრაღის მუსლიმთა თემმა დისტანცია დაიკავა შეჰადეს საქმიანობის მიმართ.

ნინო ხაჟომიამ აჭარის ტელევიზია დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების რედაქტორმა ნინო ხაჟომიამ პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მოვალეობის შემსრულებლად ფირუზ ბოლქვაძე დანიშნა. ის 2004 წლიდან მუშაობს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.

გიორგი კოხრეიძემ ნინო ხაჟომია 24 თებერვალს დანიშნა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, გადაწყვეტილება დირექტორმა ისე მიიღო, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი ინფორმირებული არ იყო.

28 თებერვალს კი გიორგი კოხრეიძემ შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა.

„აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტთა ერთწუთიანი მდუმარე პროტესტი პირდაპირ ეთერში

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში პროტესტი ერთწუთიანი მდუმარე აქციით გამოხატეს. გადაცემის წამყვანმა თეონა ბაკურიძე განმარტა რომ, ეს არის პროტესტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო, რომელიც მისივე თქმით, არის შტურმი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

ჟურნალისტები დირექტორს გიორგი კოხრეიძესა და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრებს: გიგა ჩხარტიშვილს, თამილა დოლიძესა და სოსო სტურუას ადანაშაულებენ. ისინი მაუწყებლის მრჩევლები პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენით არიან.

პირდაპირ ეთერში ჟურნალისტს ხელში ჰქონდათ ტრანსპარანტი წარწერით: „აჭარის მაუწყებელში სუსია“. მათი განმარტებით, აქცია უკავშირდება გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს, 28 თებერვალს, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი.

24 თებერვალს კი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის მაია მერკვილაძის შტატი გააუქმა, რის საფუძველზეც იგი სხვა პოზიციაზე გადაიყვანა.

აჭარის მაუწყებლის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ კი თანამშრომელს წერილით შეატყობინა და განმარტა: „ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გიორგი კოხრეიძის წერილში.

მარინა ეზუგბაია: იტალიიდან ჩამოფრენილ ქალს არ ჰქონია სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი

იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც კორონავანირუსი დაუდგინდა, არ ჰქონია განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები, - თქვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ექიმი განმარტავს ინფიცირებულთან „ახლო/მჭიდრო კონტაქტის“ განსაზღვრებას და აღნიშნავს, რომ ასეთად განიხილება 15 წუთზე მეტი პირდაპირი კონტაქტი და დახურულ სივრცეში ორ საათზე მეტი დროით მასთან ერთად ყოფნა.

„არ მგონია, რომ იმ პირებთან, რომლებთანაც [ინფიცირებული] მუშაობდა, რომელიმეს დადებითი შედეგი აღმოაჩნდეს. თუმცა თუ რომელიმესთან გამოვლინდება სიმპტომები, მათთანაც ჩატარდება გამოკვლევა“, - ამბობს ეზუგბაია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ორივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე კურსის დაცემა გრძელდება კორონავირუსის გავრცელების ფონზე

მსოფლიოს საფინანსებზე ბაზრებზე გრძელდება კურსების მკვეთრი დაცემა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ვირუსი უკვე აღრიცხულია 50-ზე მეტ ქვეყანაში.

აზიის ბირჟებზე კურსების დაცემის მაჩვენებელმა საშუალოდ 3-4 პროცენტი შეადგინა. მსგავსი ვითარებაა ევროპის ბირჟებზეც.

ნიუ-იორკში, 27 თებერვალს, Dow Jones-ის ინდექსი დაეცა 4-ზე მეტი პროცენტით. ეს ბოლო წლებში ყველაზე სწრაფი ვარდის მაჩვენებელია. ამ კვირაში აქციები 10 პროცენტით გაუფასურდა. შემცირდა ნავთობის ფასიც. ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 50 დოლარად იყიდება.

მიმომხილველები ამ კვირას უწოდებენ მსოფლიოს საფინანსო ბაზრებისთვის ყველაზე ცუდ კვირას 2008 წლის კრიზისის შემდეგ.

ინფექციური საავადმყოფო: კორონავირუსზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველა უარყოფითია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად კლინიკაში 39 პაციენტი იმყოფება და მათგან 21-ის ტესტი უარყოფითია. მათ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად ამზადებენ.

დარჩენილ 18 პაციენტიდან ნიმუშები დღის მეორე ნახევარში აიღეს. როგორც ეზუგბაიამ თქვა, პირველ ეტაპზე რვა პირის გამოკვლევის შედეგები იქნება ცნობილი.

მარინა ეზუგბაიამ, აგრეთვე, ილაპარაკა ირანიდან დაბრუნებული კავკასიის უნივერსიტეტის 15-კაციანი ჯგუფის შესახებ. ეზუგბაიას ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში იგეგმებოდა მათი გადაყვანა.

„მხოლოდ ერთს აღენიშნება ცხელება. თუკი დაავადებათა კონტროლის ცენტრი გადაწყვეტს, მას ინფექციურ საავადმყოფოში მოიყვანენ“, - ამბობს ეზუგბაია.

იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვის შესახებ მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ახალი კორონავირუსი ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, როგორც ექიმმა აღნიშნა, საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო მას ადგილზე აუღეს ნიმუში და გამოკვლევის შედეგები გამოცხადდება.

ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

აშშ-ის ელჩი საქართველოში: ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო წელს

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული ელჩი კელი დეგნანი საელჩოს ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია გაუძღვეს საელჩოს გუნდს და იმუშაოს ქართველ მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის.

„თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მით უმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. მე და ჩემი პარტნიორი, დაგი მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. ელჩი ამბობს, რომ საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს არსებული მჭიდრო კავშირი და მოიძიოს თანამშრომლობის ახალი არეალი ორ ქვეყანას შორის.

ელჩის თქმით, საქართველო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამერიკის სამხედრო წრეებში საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი კონკრეტული წვლილისა და მტკიცე ძალისხმევისთვის, გააძლიეროს საკუთარი საზღვრების დაცვა.

ვიდეომიმართვაში კელი დეგნანი მადლობას უხდის ქართველ მეგობრებს გულთბილი დახვედრისთვის, პოზიტიური და გულწრფელი გზავნილებისთვის:

„მე და დაგი მოუთმენლად ველით ამ ულამაზესი ქვეყნის გაცნობას და ზოგიერთ თქვენგანთან შეხვედრას, თქვენს ქალაქებსა და სოფლებში, ტყეებსა და მთებში სტუმრობას. იქნებ სალაშქრო ბილიკებზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს. ჩვენი ახალი თავგადასავალი ეს-ესაა იწყება“, - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ელჩის მოვალეობის შესასრულებლად კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. თანამდებობაზე თეთრმა სახლმა იგი 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

17 იანვარს ფიცის დადების ცერემონიალზე კელი დეგნანმა საქართველოსა და ამერიკის იდეალების თანხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის ოკუპაციას.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიალზე.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი.

საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ უცხოელებს, რომლებიც ირანში იყვნენ ბოლო 14 დღის განმავლობაში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, საქართველოში შემოსვლა შეეზღუდათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გარკვეული ვალდებულებები უწესდებათ ნებისმიერი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და იაპონიაში. ისინი ვალდებულები არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, გაიარონ შემოწმება, დაელოდონ ტესტების პასუხებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას. მათ მედიკოსების რეკომენდაციების სრულად დაცვა მოუწევთ, იქნება ეს კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაცია თუ უკან დაბრუნება.

აქვე საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეები და დროებითი ბინადრობის მქონე პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ვალდებულები არიან ხსენებულის შესახებ განაცხადონ და დაექვემდებარონ 14-დღიანი კარანტინის პროცედურას.

ისინი კი, ვინც 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და იაპონიაში ვალდებულები არიან, გაიარონ შემოწმება და ტესტების შედეგების შესაბამისად დაელოდონ სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აღნიშნული ღონისძიებები ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით ხორციელდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

ბულგარეთმა თურქეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა მიგრანტების ტალღის შესაჩერებლად

სირიელი ლტოლვილები თურქეთში, 28 თებერვალი, 2020 წელი

ბულგარეთმა განაცხადა, რომ ამკაცრებს სასაზღვრო კონტროლს თურქეთთან საზღვარზე, რათა თავიდან აიცილოს მიგრანტთა ნაკადი სირიიდან. ამის ფონია გავრცელებული ცნობები, რომ ანკარამ შეიძლება შეარბილოს კონტროლი და ევროპის კავშირის ქვეყნებისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს სირიიდან ლტოლვილებს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა მთავრობის სხდომაზე 28 თებერვალს განაცხადა, რომ საზღვაო საზღვრის დასაცავად განთავსებულია მეტი ძალები და მიღებულია ზომები.

სირიის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, თურქეთი მედია იტყობინებოდა, რომ ასეულობით მიგრანტი გადაადგილდება საბერძნეთსა და ბულგარეთთან თურქეთის საზღვრისკენ მას მერე, რაც ანკარამ გადაწყვიტა „არ შეაჩეროს სირიელი ლტოლვილების ნაკადი ევროპისკენ“.

ბულგარეთის სასაზღვრო დაცვის განცხადებით, მესაზღვრეებმა აღკვეთეს თურქეთიდან ორი, დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფის მათ ქვეყანაში გადასვლა.

საგარეო სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ ეპიდემიური რისკის ქვეყნებში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან:

„კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ამ ქვეყნებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქალი კომპანიის თანამშრომელია

„საქართველო ბანკი“ ადასტურებს, რომ იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც დღეს კოროვანირუსი დაუდგინდა, კომპანიის თანამშრომელია.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს ბანკში“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

ამირან გამყრელიძე ოფისებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს იძლევა

„სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება“, - დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსს“ ელაპარაკა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ორგანიზაციებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებზე.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ოფისები, სადაც ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში მუშაობს, სასურველია, ხშირად განიავდეს.

გამყრელიძემ ისაუბრა საკუთარი სამუშაო გარემოს შესახებაც. „ჩვენთან ყველა სართულზე დგას ხელების დასაბანი და ხელის დასამუშავებელი სპირტიანი ე.წ. დეზინფექტორები და სასურველია გქონდეთ ყველა სართულზე სანიტაიზერები - მათი გამოყენებით, რაც შეიძლება ხშირად დაიმუშავეთ ხელები. ხშირად სველი წესით დაალაგეთ მაგიდები“, - ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

ყაზახეთში აქტივისტები პასუხს მოითხოვენ დულათ აღადილის სხეულზე დაზიანების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ

უფლებადამცველი აქტივისტის, დულათ აღადილის მომხრეთა საპროტესტო აქცია საპატიმროში მისი სიკვდილის შემდეგ, 2020 წლის 25 თებერვალს.

ყაზახეთის აქტივისტები პასუხს მოითხოვენ მას მერე, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს უფლებადამცველი აქტივისტის, დულათ აღადილის სხეულზე სისხლჩაქცევები და სხვა დაზიანებები.

აღადილი პოლიციის საპატიმროში დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა ამ კვირაში. ის 17 თებერვალს დაასაფლავეს მშობლიურ სოფელში, დედაქალაქ ნურ-სულთანის მახლობლად.

ვიდეო, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, გადაღებულია მას მერე, რაც ცხედარი ნათესავებს გადასცეს. აღადილი 24 თებერვალს დააკავეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ხელისუფლების თანახმად, ის მოწამლული იყო და „გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მას სხეულზე დაზიანება არ ჰქონია“.

აღადილის მეგობრები და უფლებადამცველები განმარტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილი არ სვამდა და გულის გამო პრობლემებიც არ ჰქონია.

ცნობის თანახმად, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები აღადილის სხეულზე ჩანს მის ხელებსა და მხრებზე, ასევე ზურგზე და სხეულის სხვა ადგილებზე. ნაკაწრებთან ერთად ვიდეოზე ჩანს მცირე ხვრელები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ნათესავებმა ვიდეოს თაობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

საქართველოდან დიდი რაოდენობით სამედიცინო პირბადეების გაგზავნა აიკრძალა

„საქართველოს ფოსტა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 27 თებერვლიდან აკრძალულია საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის საზღვარგარეთ გაგზავნა.

„2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.

როგორც „საქართველოს ფოსტაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, შეზღუდვის დაწესების შესახებ, მათ ზეპირი გაფრთხილება მიიღეს ფინანსთა სამინისტროდან.

ამ გაფრთხილების მიზეზების შესახებ რადიო თავისუფლება ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც მიღებული პასუხის თანახმად, საუბარია მხოლოდ დიდი რაოდენობით პირბადეების გაგზავნაზე და არა სრულ აკრძალვაზე.

„კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე 2020 წლის 27 თებერვლიდან შეიზღუდა საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, სამედიცინო ნიღბების დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მათ შორის - საქართველოშიც.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის 26 თებერვლის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი არაერთ ქვეყანას შეექმნა, თუმცა მთავრობა პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.

„პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და, ბუნებრივია, საქართველოშიც შეიქმნებოდა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით შემოიტანონ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იტალიასა და ირანთან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.

შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან.

ასევე, 27 თებერვლიდან, ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

გამყრელიძე: სასურველია, იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩნენ

ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმ ადამიანებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოდიან და ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციას ურჩევს. ამ ქვეყნების რიგში ამირან გამყრელიძემ გამოყო იტალია:

„თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ და ისინი არიან ისტორიით ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობისა, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ თავიანთი ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს.

ზოგადი რეკომენდაცია რჩება, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოვერიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებულ ადგილებში - ჩინეთი, ირანი, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ყოველდღიურად იზრდება. მათ შორის, შემთხვევათა რაოდენობა იზრდება ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვირუსის შეკავების მოქმედი ანუ შეკავების ფაზა, დიდ შედეგს აღარ იძლევა და სავარაუდო შემთხვევათა იზოლაცია მნიშვნელოვანი ხდება:

„ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა, სავარაუდო შემთხვევათა იზოლაციაზე, თვითიზოლაციაზე და შესაბამის, თუ საჭიროა, სამკურნალო-სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 28 თებერვლის მონაცემებით, კარანტინში 87 პირი იმყოფება, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 29 მოქალაქეა, ლუგარის ლაბორატორიაში კი 24 სინჯია აღებული. „დიდი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გვქონდეს შემთხვევა, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

"ქართულ ოცნებაში" ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში ყოფილი მმართველი პარტიის კვალს ხედავენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი

„თუ ვინმეს აწყობს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს“, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ხელისუფლება დაადანაშაულა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში.

„ეს ადამიანი ხელს იშვერს იმ ხელისუფლებისკენ, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს, ვიდრე მის პარტიას ჰქონდა. თუ ვინმეს აწყობდა დღეს ასეთი განცხადებების გაკეთება და, მით უმეტეს, გამოუსადეგარი კუპრავას ცემა, ეს არის სწორედ ის პარტია, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს. აქცია აღარ არის, სარალიძის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, ის „კაა“ და კუპრავა აღარავის ახსოვს. იფიქრეს, მოდი ვცემოთ მაინც და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობებს, რომ ზვიდ კუპრავა მუშაობდა მნიშვნელოვან კორუფციულ სქემაზე, რომლის გასაჯაროებაც ხელისუფლებას არ აძლევს ხელს, გია ვოლსკის თქმით, თავდასხმა კუპრავას ვერ შეაჩერებს: „ახლა უფრო არ გამოაქვეყნებს?! შეეშინდა თუ რა?! ზვიად კუპრავა უშიშარი ქვა და რკინაა, ვერანაირი ცემა მას ვერ გააჩერებს. თუ რამე აქვს, კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს. რომელი ინტელექტუალური რესურსი მაგას აქვს, რომ საერთოდ რამეზე იმუშაოს? გამოდის და ნიკა გვარამიას მსგავსად ხელისუფლებას აბრალებს თავდასხმას იმ იმედით, რომ დასავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ვინმე ყურადღებას მიაქცევს. იმიტომ არიან ეს ადამიანები ხეპრეები“.

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, მას 27 თებერვალს საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ბელარუსში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა

ბელარუსის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც COVID-19 ვირუსი ირანელ სტუდენტს დაუდგინდა. გაირკვა, რომ ირანის მოქალაქე ბელარუსში 22 თებერვალს ჩავიდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“ და იგი მინსკის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბელარუსის გარდა, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე მეზობელ ლიეტუვაში. იქ პოზიტიური შედეგი დაუდგინეს ქალს, რომელიც იტალიის ჩრდილოეთ ქალაქ ვერონაში იმყოფებოდა ერთი კვირის წინ.

ევროპის მასშტაბით იტალიაში ყველაზე უფრო ფართოდ არის გავრცელებული კორონავირუსის დაავადება, რომელმაც იქ 17 ადამიანი შეიწირა.

აზერბაიჯანში გამოვლინდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა

აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეს კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზი დაუდასტურდა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ეს არის აზერბაიჯანში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა.

პაციენტი განთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს სპეციალური რეჟიმის ბლოკში. სავარაუდოდ, დაავადებული აზერბაიჯანში ირანიდან ჩავიდა.

თენგიზ ცერცვაძე: პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სიმპტომები არ ჰქონდა

„პაციენტი, რომელსაც კოროვანირუსული ინფექცია გამოუვლინდა, 31 წლის ქალია, ის ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც არ არის მაღალი ეპიდემიის რისკი, მაგრამ, როგორც ჩანს, იტალიაში ყველა ადგილი უკვე სახიფათო ხდება“, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, ქალს არავითარი ჩივილი არ აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, თუმცა მასთან ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურებულია. მისივე თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქალს 6-7 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორივე პაციენტი, რომლებსაც ამ დრომდე კორონავირუსული ინფექცია გამოუვლინდა, იყო აბსოლუტურად უსიმპტომო.

„და ეს ძალიან სერიოზულია, რომ არ ყოფილიყო მაღალი სიფხიზლე ამ პაციენტების მიმართ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიც არის ირანი და იტალია, ისინი აქ არ მოეყვანათ და მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ემსჯელათ, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მწვავე რესპირატორული ინფექცია, ისინი არ მოხვდებოდნენ ჩვენთან და, დიდი ალბათობით, გაავრცელებდნენ ინფექციას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყევებით, სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ ყველაზე მაღალი რისკს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი იმყოფება, მათგან 2-ია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული. 34-დან ნაწილს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევა და არ დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია და ისინი ელოდებიან საკარანტინო სივრცეში გადაყვანას. ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არ დარჩებიან.

16 პაციენტს აღებული აქვს საკვლევი მასალა და საღამოს ელოდებიან მათი ანალიზის პასუხს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

ქონების მართვის სააგენტო ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებს

ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, რომელიც თბილისში, ინგოროყვას N8-ში მდებარეობს, ავარიულ მდგომარეობაშია. შენობას ბზარები და ნაპრალები ყოველდღიურად ემატება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში, ინგოროყვას ქ. N8-ში მდებარე 981 კვ.მ უძრავი ქონება, რომელშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტი არის განთავსებული, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ამ ეტაპზე სააგენტო განიხილავს აღნიშნული ინსტიტუტისთვის ალტერნატიული საოფისე ფართის მოძიების საკითხს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უძრავი ქონების საპრივატიზებოდ მომზადება.

„ცისფერი მთები“ - ენათმეცნიერების ინსტიტუტი ინგრევა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG