Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იაპონიას ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატები იაპონიას მოუწოდებს ევროკავშირის მსგავსად დამატებითი სანქციები დააწესოს ირანის წინააღმდეგ. მოწოდება იაპონიის მიერ ირანის მიმართ გაეროს ბოლო რეზოლუციის შესაბამისად სანქციების დაწესებას მოჰყვა. იაპონია აცხადებს, რომ მიმდინარე თვეში დამატებითი სანქციების შესახებაც გამოაცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო მრჩეველმა იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხებში - რობერტ ეინჰორნმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იაპონიამ უნდა გააანალიზოს ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლებიც მკაცრია, მაგრამ მსგავსი სანქციების დაწესება იაპონიის ეკონომიკაზე უკუეფექტს არ იქონიებს.
XS
SM
MD
LG