Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლებამ ყარაჩიში დამატებითი ძალები შეიყვანა


პაკისტანის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთში, ყარაჩიში უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანა მას შემდეგ, რაც წუხელ არეულობის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებები ორშაბათს დაიწყო. სულ ამ დროიდან 58 ადამიანი დაიღუპა. ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტის მიზეზი გახდა ადგილობრივი დეპუტატის სიკვდილი. ის მეჩეთში, სამგლოვიარო ცერემონიის დროს მოკლეს.
XS
SM
MD
LG