საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსთავი 2-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი იმუშავებს. ამ ტელეკომპანიის კორესპონდენტი ნათია ბანძელაძე მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ნათია ბანძელაძემ შეცვალა ალანა გაგლოევა, რომელიც მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაგრძობს.