Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაგასაკიში აშშ-ს მიერ ატომური დაბომბვის 65-ე წლისთავს აღნიშნავენ


სამხრეთ იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ატომური დაბომბვის 65-ე წლისთავი აღინიშნება. ნაგასაკიში წუთიერი დულიმით მიაგეს პატივი იმ დაღუპული ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 1945 წლის 9 აგვისტოს შეერთებული შტატების მიერ ატომური ბომბის ამოქმედების შედეგად გარდაიცვალნენ; ნაგასაკიში დაბომბვა მას შემდეგ განხორციელდა რაც სამი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა იაპონიის კიდევ ერთი ქალაქი ჰიროსიმა დაბომბა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ატომური ბომბი ადამიანების გასანადგურებლად გამოიყენეს. ნაგასაკიში 80 000-მდე ადამიანი დაიღუპა, ჰიროსიმაში კი დაღუპულთა რიცხვმა 140 000-ს მიაღწა.

XS
SM
MD
LG