Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჩვენება მისცა კომისიას, რომელიც ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე რეიდს იძიებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ დღეს ჩვენება მისცა კომისიას, რომელიც იძიებს ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ რეიდთან დაკავშირებულ გარემოებებს. რეიდის დროს ფლოტილიაზე მყოფი ცხრა თურქი აქტივისტი დაიღუპა. კომისიის წინაშე გამოსვლისას, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარისკაცებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ცეცხლი გაეხსნათ ერთ-ერთი გემისთვის, რადგან საფრთხე ემუქრებოდა თვით ჯარისკაცებს. მისივე განცხადებით, ისრაელის ქმედება საერთაშორისო სამართალს ეფუძნებოდა. ისრაელმა, ნეთანიაჰუს თქმით, რამდენჯერმე სცადა თურქეთის დარწმუნება, არ დაეშვა ჰუმანიტარული ფლოტილიის ღაზის სექტორში გამგზავრება, მაგრამ დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდა.
XS
SM
MD
LG