Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: პაკისტანს მილიარდობით დოლარი სჭირდება წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად


გაეროს საგანგებო წარმომადგენელი პაკისტანისთვის წყალდიდობებით მიყენებული ზარალის საკითხებში, ჟან-მორის რიპერი ვარაუდობს, რომ პაკისტანს მილიარდობით დოლარი დასჭირდება წყალდიდობების შედეგებთან გასამკლავებლად. რიპერმა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ასობით მილიონი დოლარია საჭირო ამჟამინდელ, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ზომებისთვის და კიდევ მილიარდობით დოლარი რეკონსტრუქციისთვის მომავალ თვეებსა და წლებში. ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი უნდა მოხმარდეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ პახტუნხვის პროვინციას - რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა ორი კვირის წინ დაწყებულმა, მუსონური წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობებმა. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულების რიცხვი, ოფიციალური ინფორმაციით, 1600-ს აღემატება, დაზარალებულია 14 მილიონამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG