Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დახურეს მეჩეთი, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მონაწილეები იყენებდნენ


გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქ ჰამბურგში დახურეს მეჩეთი, რომელშიც 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტების მონაწილეთა შეხვედრები იმართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთი დღეს დაიხურა. შეერთებულ შტატებში ცხრა წლის წინ, 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებამდე ეს მეჩეთი ტერაქტების ზოგი მონაწილის გადასაბირებლადაც გამოიყენეს. გერმანიის ყოველკვირეულ ჟურნალ „ფოკუსის“ ცნობით, ბოლოხანს მეჩეთი ისევ გახდა ჯიჰადისტების შეკრების ერთგვარი ცენტრი ჰამბურგში.
XS
SM
MD
LG