Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ცდილობენ, ხანძრებისაგან დაიცვან ატომური ელექტროსადგურები


რუსეთში მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ, ხანძრებისაგან დაიცვან ატომური ობიექტები. ორშაბათს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთში ბირთვული კვლევის მთავარ, საროვის ცენტრთან მიახლოებული ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას. ამასობაში, ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრების ჩაქრობა შეძლეს ურალის ქალაქ სნეჟინსკთან, სადაც ასევე, ბირთვული კვლევის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი მდებარეობს. ხანძრებმა, რომლებიც ორი კვირაა მოდებული რუსეთის რამდენიმე რეგიონს, 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მოსკოვიდან გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ცოტაოდენ გაიფანტა სმოგი, თუმცა შიშობენ, რომ ვითარება ისევ გაუარესდება. ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობისათვის კვლავინდებურად საშიშად ითვლება. ხელისუფლება უარყოფს კრიტიკას, რომ სათანადოდ მომზადებული არ შეხვდა უჩვეულო სიცხესა და ხანძრებს. როგორც იუწყებიან, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ორშაბათს განაცხადა, რომ „ხანძრების ჩაქრობა ლუქსემბურგში, სავარაუდოდ, უფრო იოლია, ვიდრე რუსეთში“.
XS
SM
MD
LG