Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან იწყება გარემოვაჭრეთა ლოკალური აქციები


დღეიდან გარემოვაჭრეთა ლოკალური ხასიათის აქციებიგაიმართება სხვადასხვა სავაჭრო ადგილებში. კონსერვატიული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აკაკი წერეთლის სახელობის სკვერთან აქცია 12:00 საათზე დაიწყება. ერთი საათის შემდეგ კი აქცია მეტროს სადგურ "გოცირიძესთანაც" გაიმართება. ჩხარტიშვილის თქმით, ასეთი ლოკალური ტიპის აქციების მიზანია 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციისათვის მომზადება და გარემოვაჭრეთა კოორდინაცია. 19 აგვისტოს, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან თბილისის მერიამდე გარემოვაჭრეები და დევნილები ფეხით მსვლელობას გეგმავენ. დევნილები ფართების დარეგისტრირებას, გარემოვაჭრეები კი გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG