Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისნის ჰოსპიტალიდან" მიმდინარეობს აფხაზეთიდან დევნილთა იძულებით გამოსახლება


"ისნის ჰოსპიტლიდან" მიმდინარეობს აფხაზეთიდან დევნილთა იძულებით გამოსახლება. ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც პრესის წარმომადგენლებს ჰოსპიტლის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევს. დევნილები თავად გამოვიდნენ ეზოდან და ცდილობენ დაუკავშირდნენ როგორც მედიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, გამოსახლების შესახებ დევნილებმა გუშინ, 22:00 საათზე შეიტყვეს, როდესაც იპოვეს ჰოსპიტლის კარზე გაკრული განცხადება, რომ სასწრაფოდ უნდა დაეცალათ შენობა. გამოსახლება პოლიციამ დილის 06:30 საათიდან დაიწყო. დევნილები უკმაყოფილებას იმის გამოც გამოხატავენ, რომ ისინი რამდენიმე დღით ადრე არ გააფრთხილეს, რათა თავად ეპოვათ ალტერნატიული საცხოვრებელი. დევნილთა ინფორმაციით, ისინი წალენჯიხის რაიონის სოფeლ ფოცხოში უნდა გადაასახლონ, რასაც აპროტესტებენ, რადგან იქ დასაქმებისა და არსებობის პრობლემა შეექმნებათ. დევნილები ხელისუფლებისგან კომპენსაციის გადახდას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG