Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა წყალდიდობის გამო


დღეს პაკისტანში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული თითქმის ყველა ოფიციალური საზეიმო ღონისძიება გაუქმდა გამანადგურებელი წყალდიდობის გამო, რომელმაც 14 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და სამხედროებმა გააუქმეს ყველა ღონისძიება, რომლებიც დაგეგმილი იყო პაკისტანის მიერ 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 63 წლისთავის აღსანიშნავად. შიშობენ, რომ წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დაავადებები შეიძლება გავრცელდეს. გაერომ ქოლერის სულ ცოტა ერთი შემთხვევა დაადასტურა სვატის რეგიონში, მინგორაში. ამ კვირის ბოლოს პაკისტანში გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აპირებს ჩასვლას.
XS
SM
MD
LG