Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრეუსი: ბინ ლადენს უკვე აღარ შეუძლია „ალ ყაიდის“ ოპერატიული ხელმძღვანელობის განხორციელება


ოსამა ბინ ლადენი საერთაორისო ტერორიზმის ყველაზე ცნობილ რჩება, მაგრამ მას უკვე აღარ შეუძლია „ალ ყაიდის“ ოპერატიული ხელმძღვანელობის განხორციელება. ამის შესახებ ავღანეთში კოალიციური ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. პეტრეუსის თქმით, სავარაუდოა, რომ ბინ ლადენი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრის მიუვალ მთიან რაიონებში იმალება. ავღანეთში ომის მიმდინარეობის შესახებ გენერალმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რიგი სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება სხვადასხვა რაიონში. მან ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მასთან თათბირის გარეშე არ გადაწყვეტს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დაწყების საკითხს.
XS
SM
MD
LG