Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუღუში: ირაკლი კაკაბაძის დაკავების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა


სახალხო დამცველის შეფასებით, ირაკლი კაკაბაძის დაკავების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კაკაბაძე ორ თანამოაზრესთან ერთად გასულ შაბათს დააკავეს თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, სადაც საპროტესტო აქცია ამ ქუჩისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით მიმდინარეობდა. ომბუდსმენის ოფისი ირაკლი კაკაბაძისგან მიღებული ახსნა-განმარტების საფუძველზე აღნიშნავს, რომ დაკავებულები 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ შსს-ს ეზოში, სადაც ირაკლი კაკაბაძეს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა და მისმა მოადგილემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ თბილისის მეორე დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ოქმის თანახმად, ირაკლი კაკაბაძეს აღენიშნება რამდენიმე დაზიანება, რომელიც მისი განმარტებით, შსს-ს ეზოში მიიღო. სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასალები, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ჩანს, რეაგირებისთვის მთავარ პროკურორს გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG