დღევანდელი ”რეზონანსი” პირველ გვერდს სოციალურ პრობლემატიკას უთმობს. მათ შორის უმთავრესი კი ის არის, რომ, როგორც ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორი ექსპერტთა მოსაზრებებზე დაყრდნობით იტყობინება, წლეულს მოსავლიანობა 35-50 პროცენტით შემცირდება. შემცირდება ხორბლის, ყურძნის, ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა. მოსალოდნელ საფრთხეებზე ექსპერტები თამამად საუბრობენ, სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენლები კი ჯერჯერობით ფრთხილობენ ან ჯერ კიდევ არ მოეპოვებათ ინფორმაცია, წერს ავტორი. ”გვალვა და სტიქიური მოვლენები ხარისხზეც აისახება და მოსავლის რაოდენობაზეც, განსაკუთრებით ცუდად ერთწლიან კულტურაზე იმოქმედებს. როგორც გავიგე, დასავლეთში სიმინდსაც უჭირს. იმერეთსა და გურიაში ერთწლოვანი კულტურები განადგურების პირასაა. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ხილის მოსავალი დაახლოებით 50 %-ით დაიკლებს”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბარში სოფლის მეურნეობის ექსპერტი თამაზ კუნჭულია.
ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის ”რეზონანსი” უკანასკნელ დღეებში დევნილთა გასახლებების სერიას: ”ხელისუფლების გეგმაა ყველა დევნილი გაასახლოს თბილისიდან. ამიტომაც ყველა ჩასახლება, ვისაც არჩევნებამდე არ დაუკანონდა ბინები, გამოსახლების რისკის ქვეშაა. 10 ობიექტიდან უკვე 4-5 ათასი დევნილია გამოყვანილი”, - აცხადებს კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი. როგორც ”რეზონანსთან” საუბარში ლტოლოვილთა და განსახლების მინისტრის მრჩეველი ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, ”შეუძლებელია იქ ცხოვრება და ამიტომაც ხდება მათი გამოსახლება, თანაც ეს პროცესი კანონდარღვევით არ ხდება. რადგანაც ეს ფართები აფხაზეთიდან დევნილი ადამიანებისათვის გამოყოფილი არ ყოფილა, ამიტომაც ისინი იქ უკანონოდ იყვნენ, ხოლო 2008 წლის ომის შემდგომი ყველა დევნილისათვის გამოიყო გარემონტებული ფართი და 10 ათასდოლარიანი კომპენსაცია.”
თუკი დევნილების პრობლემას ლოგიკურად მივაბამთ ომის თემას, მაშინ აქვე უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა გაზეთ ”ახალ თაობაში” დაბეჭდილ ინტერვიუზე, რომელშიც ჟურნალისტი ექსპერტ კონფლიქტოლოგს პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრება. ”დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ისეთი სახელმწიფო უწყებები, როგორიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი თუ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, რომ საქართველოს ეს ომი დაეწყო”, - ამბობს ზაქარეიშვილი და განაგრძობს: ”მათ კარგად იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდებოდა. რესპუბლიკური პარტიის ნეოკონსერვატიულ ფრთას ეგონა, რომ რუსები არ შემოუტევდნენ საქართველოს და მათ არჩევნების წინ უნდოდათ რუსეთის აგრესია ეჩვენებინათ ამერიკელი ამომრჩევლებისათვის. სააკაშვილი იპოვეს ისეთ ადამიანად, რომელიც ადვილად დათანხმდა, რომ ამერიკელებისათვის ეს სამსახური გაეწია და გამოეწვია რუსული აგრესია. მე არ ვიტყოდი, რომ ამერიკელებს უნდოდათ ომი, მათ არ ეგონათ ომი თუ იქნებოდა. მათი სურვილი იყო რუსეთის გამოწვევა და გაღიზიანება, რათა წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერათ რუსების წინააღმდეგ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი ინტერვიუში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლა უკვე ყოფილი რექტორის გია ხუბუას სკანდალური გადადგომის შესახებ წერს დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკა”. იქცა თუ არა გია ხუბუა განტევების ვაცად - სწორედ ეს არის პუბლიკაციის უმთავრესი შეკითხვა. პუბლიკაციის დიდი ნაწილი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთან, პროფესორ გუგული მაღრაძესთან ინტერვიუს ეთმობა: ”გია ხუბუამ, ჩემი აზრით, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მიიღო თუ მიაღებინეს?” - კითხულობს მაღრაძე ინტერვიუში და განაგრძობს: ”რამდენიმე დღის წინ თუ რექტორი სამართალდამცავებთან თანამშრომლობას გვპირდებოდა, რატომ არ აცალეს? მე ფსიქოლოგი ვარ და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, გია ხუბუა არ არის ის ტიპი, რომელსაც შეუძლია მოხვეჭის და გამდიდრების მიზნით რამე უღირსი საქციელი ჩაიდინოს”. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაიჭერენ გია ხუბიას, გუგული მაღრაძე პასუხობს: ”ელემენტარული კაცური სიტყვა და ზნეობა თუ არსებობს, არ უნდა დაიჭირონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გია ხუბუას განცხადება თავის გადასარჩენად არ დაუწერია. უნივერსიტეტის რექტორი ”რეფორმატორი” ხელისუფლების დავალებათა კარგი შემსრულებელი იყო. უბრალოდ, შეთანხმდნენ და განტევების ვაცად გაწირეს”, - ამბობს გუგული მაღრაძე ინტერვიუში.