Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა


საქართველოს პარლამენტის შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, სამართალდამცავები აქციის ორგანიზატორების, კონსერვატიული და ხალხის პარტიების წარმომადგენლების ლაჩა ჩხარტიშვილისა და ალექსანდრე შალამბერიძის დაკავებას ცდილობდნენ. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, საბოლოოდ პოლიციამ დააკავა შალამბერიძე და მოძრაობა "არას" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიტაძე. რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს, მან ხელისუფლება პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლას თავად აპირებს. პარლამენტის შენობისკენ მსვლელობამდე დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართეს და გარე ვაჭრობის ნებართვა და დევნილებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG