Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ორი ვერტმფრენმზიდის შეძენას აპირებს


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა ორი ვერტმფრენმზიდი სამხედრო ხომალდის შეძენის მიზნით. სერდიუკოვის თქმით, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, რუსეთი ხორმალდების მიღებას წლის ბოლოსთვის გეგმავს. რუსეთის ოფიციალური პირები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ საფრანგეთთან „ „მისტრალის“ ტიპის ხომალდის შეძენის შესახებ. ეს იქნებოდა რუსეთის პირველი შეთანხმება ნატოს წევრი ქვეყნისგან ამგვარი სამხედრო ტექნიკის შეძენის თაობაზე. კრემლის თანახმად, რუსეთი სხვა მწარმოებლებსაც ეძებს. სერდიკიუკოვის თქმით, ტენდერი სექტემბერში შედგება და მასში „მისტრალის“ მწარმოებელიც ჩაერთვება.
XS
SM
MD
LG