Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მთელ რიგ თავდასხმებს სულ ცოტა 40 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის ხელისუფლების ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით მთელ რიგ თავდასხმებს სულ ცოტა 40 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა. ოფიციალური პირების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა მოხდა ბაღდადის ჩრდილოეთ გარეუბანში, სადაც თვითმკვლელმა მოიერიშემ სულ ცოტა 15 ადამიანი - მათ შორის ცხრა სამოქალაქო პირი - იმსხვერპლა პოლიციის განყოფილებასთან მდებარე ავტოსადგომზე. აფეთქების შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი და მან სამმეტრიანი კრატერი გააჩინა. ბაღდადის სამხრეთით, ქალაქ კუტში, დაიღუპა სულ ცოტა 15 ადამიანი - უმრავლესობა პოლიციის თანამშრომლები - როცა ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა საპასპორტო სამსახურის შენობასთან.
XS
SM
MD
LG