Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებში შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტობუსი გააჩერეს და ოთხი მგზავრი დახვრიტეს


დღეს დილით, ფილიპინების სამხრეთ ნაწილში პოლიციის ფორმიანმა შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტობუსი გააჩერეს და ოთხი მგზავრი დახვრიტეს - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”ასოშიეტედ პრესი” იუწყება. დაღუპულთა შორის ორი სამართალდამცავი იყო. სამხრეთ ფილიპინებში, ისლამისტი სეპარატისტების აქტიურობის გამო, კრიმინალური ფონი გამწვავებულია.
XS
SM
MD
LG