Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბებმა რვა პოლიციელი მოკლეს და ერთი დაჭრეს


დღეს ჩრდილოეთ ავღანეთში შეიარაღებული თალიბები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას და მოკლეს რვა პოლიციელი. მეცხრე პოლიციელი დაიჭრა. პროვინცია ყუნდუზის გუბერნატორმა მოჰამად ომარმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ დაჭრილმა პოლიციელმა მოიგერია თავდასხმა და მოიერიშეებს ხელი შეუშალა შენობის ხელში ჩაგდებაში. ინციდენტი მოხდა ქალაქ ყუნდუზის მესამე უბაში. თალიბანმა ჩვენს რადიოს ტელეფონით დაუდასტურა, რომ თავდასხმა მისმა მებრძოლებმა განახორციელეს.
XS
SM
MD
LG