Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი: საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა განაგრძოს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა. თუმცა, პუტინს არ დაუზუსტებია, უჭერს თუ არა მხარს ტრასის იმ მარშრუტს, რომელიც მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკის ტყეზე გადის. „რუსეთის ორ უმსხვილეს ქალაქს - პეტერბურგსა და მოსკოვს - შორის საჭიროა ახალი ავტოტრასის გაყვანა. ეს სრულიად აშკარაა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე, უბრალოდ, მოქალაქეებისთვისაც. ხოლო საკითხი, რომელი მარშრუტით გაივლის ეს გზა, რა თქმა უნდა, სერიოზული განხილვის საგანია,“ თქვა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა. პუტინის ეს განცხადება მოჰყვა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გუშინდელ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა პროექტი, რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე წელია, მკაცრად აკრიტიკებენ გარემოს დამცველები. კვირას მოსკოვში ორი ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო არასანქცირებულ კონცერტს, რომელიც ხიმკის ტყეში საავტომობილო გზის გაყვანის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიმართა.
XS
SM
MD
LG