Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ერაყიდან აშშ-ის საბრძოლო ნაწილების გაყვანას მიესალმება


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ რადიომიმართვაში განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ერაყიდან საბრძოლო ნაწილების გაყვანა ამ თვეში, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ერაყის ომის პასუხისმგებლობის გრძნობით დასრულების საქმეში. მისივე თქმით, ერაყს, ისევე, როგორც ყველა სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თავისუფლად შეუძლია აირჩიოს კურსი. ობამას თანახმად, მომავალი წლის ბოლოს ყველა ამერიკელი სამხედრო შინ დაბრუნდება. 31 აგვისტოს ერაყში აშშ-ის საბრძოლო ოპერაცია დასრულდება. ქვეყანაში 2011 წლამდე რჩება აშშ-ის 50 ათასზე ნაკლები სამხედრო , რომელთა ამოცანა კონსულტაციის გაწევა და წვრთნაა.
XS
SM
MD
LG