დღეს ქართული პრესა სავარაუდო სამთავრობო კარუსელის გარშემო ბზრიალებს. თუკი დღევანდელ პრესას დავეყრდნობით, უნდა ითქვას, რომ უახლოეს მომავალში მინიმუმ სამ მინისტრს მაინც მოუწევს კარუსელზე იძულებითი თუ ნებაყოფლობითი ტრიალი. ”სამი მინისტრის ბედი გადაწყვეტილია, მაგრამ გაურკვეველი”, წერს ”რეზონანსი”. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, კობა სუბელიანის მოხსნა გადაწყვეტილია და იგი თანამდებობას მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებს, რომ სააკაშვილმა ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა, მის ადგილას ვინ დანიშნოს. ამავე წყაროს ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილება სექტემბრის ბოლოს იგეგმება და სუბელიანთან ერთად, სავარაუდოდ, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრებიც შეიცვლებიან, წერს პუბლიკაციის ავტორი და განაგრძობს, ყველაზე საინტერესო კი ის არის, ეს ხმები რამდენად არის კავშირში ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებასთან, რაზეც სახელისუფლებო კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენო.
კიდევ ერთი კულუარული ინფორმაცია, რომელიც საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით 30 აგვისტოს გავრცელდა, კულტურის მინისტრ ნიკა რურუას გადადგომას ეხებოდა. დღევანდელი პრესა, რაღა თქმა უნდა, ამ ინფორმაციასაც აქტიურად აშუქებს და, მეტიც, გაზეთი ”ახალი თაობა”, მაგალითად, ნიკა რურუას შესაძლო გაპრემიერების შესახებაც კი წერს: ”გუშინ ვერსიების დონეზე საუბრობდნენ იმაზეც, რომ ნიკა რურუა თანამდებობას დატოვებდა და ის უფრო მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა. თუ რურუას კეთილისმსურველებს დავუჯერებთ, მას ზოგიერთი პრემიერადაც კი მოიაზრებს.რამდენად არის მოსალოდნელი რურუას გაპრემიერება, ამ ეტაპზე ამის თქმა ნაადრევია. საერთოდ კი, გამორიცხული არაფერია”, - წერს პუბლიკაციის ავტორი.
”საქართველოს რესპუბლიკა” ისევ აგრძელებს საუბარს ქვეყანაში გაძვირებული სურსათისა და ამის შედეგად საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მოსახლეობის შესახებ. დღეს გაზეთი საკუთარ ფურცლებს უთმობს ინტერვიუს სოფლის მეურნეობის სპეციალისტ პაატა კოღუაშვილთან. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ბედი ელის საქართველოს სასურსათო დეფიციტთან დაკავშირებით, პაატა კოღუაშვილი პასუხობს: ”ამ მხრივ, კატასტროფა გველოდება. 2007 წლის მეორე ნახევრის კრიზისმა, რომელიც მარცვლეულისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებამ გამოიწვია, მსოფლიოში აგრარული მეურნეობის განვითარება თავდაყირა დააყენა. მაშინ გაცხადდა, რომ მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. ჩვენ სამი პრიორიტეტი უნდა გვქონდეს: მარცვლეულის, ზეთოვანი კულტურებისა და მეცხოველეობის განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა გველოდება. ქვეყანას, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, სასურსათო დამოუკიდებლობის დაკარგვა ემუქრება, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს. ვისაც მარცვლეული კულტურები აქვს, მას მეცხოველეობაც განვითარებული აქვს. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო მარცვლეულის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის საქმეში.
გაერომ იმ 40 ქვეყნის სიაში შეგვიყვანა, სადაც სასურსათო ბუნტები და წლის ბოლომდე სასურსათო პროდუქციაზე ფასების 40 პროცენტით ზრდა არის მოსალოდნელი”, - ამბობს კოღუაშვილი ინტერვიუში.
”ხელისუფლება რესპუბლიკურ საავადმყოფოს ყიდის”, - განუცხადა გაზეთ ”ალიას” ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და იქვე დაამატა: ”საავადმყოფო, რომელიც უნიკალურია ევროპაში თავისი პოტენციალით, მალე გაიყიდება. ეს უკვე ისეთი თემაა, რომელზეც მარტო ერთმა პარტიამ კი არა, მთელმა საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებები უნდა გაიფიცონ. თუ არ იქნება ასეთი პროფესიული სოლიდარობა, მერწმუნეთ, მარტო პარტიები ვერაფერს გახდებიან და ნებისმიერი ხელისუფლება გააკეთებს უარესს, თუკი დაინახავს, რომ საზოგადოებას სოლიდარობის არანაირი განცდა არ გააჩნია”, - ამბობს ნათელაშვილი ”ალიასთან” ინტერვიუში.