Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩირიკბა პრესით გავრცელებული ინფორმაციას უარყოფს


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, პოლიტიკური რეალობისგან შორსაა პრესით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმი მზად არის აფხაზეთში გაეროს მეთვალყურეთა ახალი მისიის გახსნას დათანხმდეს. სააგენტო აფსნიპრესს ჩირიკბამ განუმარტა, რომ ეს მხოლოდ თეორიულად დასაშვები ვარიანტია. შეგახსენებთ, რომ რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა სწორედ ჩირიკბაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზური მხარე მზად არის გაეროს მეთვალყურეთა მისიის აღდგენას დათანხმდეს, თუ თბილისი ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG