Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის საზღვარზე შეტაკების შედეგად ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა


მთიანი ყარაბაღის საზღვარზე შეტაკების შედეგად ორი აზერაბიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს. მთიანი ყარაბაღის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, შაბათს ჯარისკაცებმა მოიგერიეს აზერბაიჯანელი „საბოტიორების“ იერიში ფრონტის ხაზის ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორში და აზერბაიჯანელი სამხეროების უკუგდება შეძლეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ცნობა დანაკარგის შესახებ, რომელიც, მისი განმარტებით, სომეხი „საბოტიორების“ იერიშის მოგერიებისას განიცადა. საქმე ეხება ერთი კვირის მანძილზე უკვე მეორე შეტაკებას. სამშაბათს, აზერბაიჯანის განცხადებით, მისი ორი ჯარისკაცი და სამი სომეხი შეიარაღებული პირი დაიღუპნენ. მაგრამ მთიანი ყარაბაღის ჯარმა, რომელიც სომხეთის მხარდაჭერით სარგებლობს, უარყო ცნობა შეტაკების შედეგად მის რიგებში მსხვერპლის შესახებ.
XS
SM
MD
LG