Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ ქალაქ ლაკი მარვატში მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება პოლიციის სადგურის წინააღმდეგ იყო მიმართული. დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები და სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG