Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობა ქაბულის ბანკის გარშემო პანიკისთვის ბოლოს მოღებას ცდილობს


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქაბულის ბანკი სოლიდურ ფინანსურ საფუძველზე დგას. ამ განცხადების ფონია ბანკიდან ბოლო კვირის მანძილზე დანაზოგების გატანა ათასობით კლიენტის მიერ. ცენტრალური ბანკის მმართველის, აბდულ ყადირ ფიტრატის განცხადებით, ქაბულის ბანკს ამ დროისთვის საკმარისი ლიკვიდურობა აქვს, ფულის გატანის ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მისივე თქმით, არ მიუღიათ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ცენტრალური ბანკი ან მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს თუ არა ქაბულის ბანკს, რომელსაც მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავს. მის ხელშია ავღანელი ჯარისკაცების, პოლიციელებისა და მასწავლებლებისთვის ხელფასების გადახდის ოპერაციები. ქაბულის ბანკში, რომელიც კერძო მფლობელის ხელშია, კორუფციის შესახებ მითქმა-მოთქმა გახდა მიზეზი იმისა, რომ ათასობით რიგითი ავღანელი ცდილობს თავისი დანაზოგის გატანას.
XS
SM
MD
LG