Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ისრაელი სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


რუსეთმა და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. ჯერ არ გავრცელებულია ინფორმაცია დეტალებზე შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, ანატოლი სერდიუკოვმა და ეჰუდ ბარაკმა. როგორც სერდიუკოვმა განაცხადა სტუმართან შეხვედრის შემდეგ, რუსეთი, საკუთარი არმიის მოდერნიზებისას, „სეროიზულად და ყურადღებით“ ეკიდება ისრაელის სამხედრო ძალების გამოცდილებისა და პრაქტიკული მოქმედების შესწავლას. მოსკოვს სურს ისრაელის წარმოების უპილოტო თვითმფრინავების ფლოტილიის შექმნა მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოიყენა ამ ტიპის უპილოტო თვითმფრინავები რუსეთთან 2008 წლის ომში. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელმა უკვე მიჰყიდა რუსეთს 12 უპილოტო თვითმფრინავი, რასაც კიდევ 36-ს დაამატებს.
XS
SM
MD
LG