Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო-ს გენერალური მდივანი დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავს


ეუთო-ს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო დღეს თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს. დაგეგმილია, ასევე, ბრიშამბოს გამოსვლა ამბასადორიალზე, რომელიც სასტუმრო "რედისონში" გუშინ გაიხსნა. ეუთოს გენერალური მდივანი გაემგზავრება ასევე ოძისსა და წეროვანში, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებს.

XS
SM
MD
LG