Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება


პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება . აქცია ორგანიზებულია ახალგაზრდული ორგანიზაცია "არას!" მიერ. როგორც ~"ინტერპრესნიუსი" "არას!" ლიდერის ლევან ჩიტაძეზე დაყრდნობით იუწყება, აქციაში მონაწილეობას "ეროვნული ფორუმის", "კონსერვატორებისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები, ასევე, ე.წ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ. მისივე თქმით, აქციაზე საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე გაავრცელებენ სპეციალურ დოკუმენტს, სადაც პოლიტპატიმრების საქმეებია აღწერილი. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა იქნება, პრეზიდენტმა პოლიტპატიმართა გათავისუფლების პროცესს ხელი შეუწყოს. ჩიტაძის ინფორმაციით, საქართველოში 8 რელიგიური ნიშნით პატიმარია, 61 პოლიტპატიმარი, 350 კი უკანონო პატიმარი. ისინი ყველა მათგანის გათავისუფლებას ითხოვენ და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG