Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლოზე დღეს საქართველოს მხარე საკუთარ პოზიციებს წარადგენს


ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სხდომაზე დღეს საქართველოს მხარე საკუთარ პოზიციებს წარადგენს. სასამართლომ გუშინ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პოზიცია მოისმინა. საქართველოს მიერ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საჯარო მოსმენა 13 სექტემბერს დაიწყო. საქმე ეხება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CERD) დარღვევას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც გამოიხატებოდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდით, მათი დისკრიმინაციით, მათ შორის ძალადობით და მათთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევით, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ქართული კულტურისა და იდენტობის განადგურებით. საჯარო მოსმენები 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG