Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძის პარტიამ ვანო მერაბიშვილს ღია წერილით მიმართა


"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მთავარმა საბჭომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ღია წერილით მიმართა. მასში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის არაერთ განცხადებაში გაისმა უსაფუძვლო ბრალდებები ნინო ბურჯანაძის, მისი თანაპარტიელებისა და ოჯახის წევრების მიმართ. საბჭოს განცხადებით, ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა მოიხსენია ავსტრიის პოლიციის გამოძიების 42-გვერდიანი მასალა, რომელიც, მისივე ინფორმაციით, გადაეცა საქართველოს შსს-ს სამინისტროსაც. ბურჯანაძის პარტია აღნიშნავს, რომ მსგავსი ბრალდება მისი წევრებისა და ავსტრიის ოფიციალური პირების საუბრისას არ დადასტურდა. ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” შსს-გან მოითხოვს, ან ავსტრიისგან მიღებული მასალა გამოაქვეყნოს, ან პრეზიდენტ სააკაშვილის საჯარო განცხადება უარყოს.
XS
SM
MD
LG