Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე


ნიკოლოზ ფრუიძე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ნიკოლოზ ფრუიძე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფრუიძემ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამართულ ტენდერში, უკანონოდ გაამარჯვებინა ახლო მეგობარს, კომპანია "ენ-ფარმა +"-ის დირექტორს, ბესარიონ გოცირიძეს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ნიკოლოზ ფრუიძის უკანონო მითითების საფუძველზე სატენდერო კომისიამ სრულიად დაუსაბუთებლად და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მიანიჭა უპირატესობა შპს "ენ-ფარმა +"-ს, რის შედეგადაც 5,80 ლარად ღირებული პრეპარატი სახელმწიფოს მიერ შეძენილია სამჯერ უფრო ძვირად – 17 ლარად. მთლიანობაში გაფლანგული და მითვისებულია ბიუჯეტის კუთვნილი 700 000 ლარი.
XS
SM
MD
LG