Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში 23 ჯარისკაცი დახოცეს „ტერორისტული თავდასხმისას“


ტაჯიკეთიდან იუწყებიან, რომ, როგორც ცნობაშია ნათქვამი, „ისლამისტმა ტერორისტებმა“ ტაჯიკი ჯარისკაცები დახოცეს დღეს აღმოსავლეთში განხორციელებული თავდასხმისას. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა 23 ჯარისკაცი და კიდევ 10 დაიჭრა დღის მეორე ნახევარში განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმის“ შედეგად. ხელისუფლების წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ ტერორისტებზე, რომლებიც წელს აგვისტოში ციხიდან გაიქცნენ და მთებს შეაფარეს თავი. იერიში დედაქალაქის აღმოსავლეთით, 185-მდე კილომეტრში განხორციელდა.
XS
SM
MD
LG