Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის მოსკოვის მიკრორაიონში დღეს იწყება ბინადართა შესახლება


დღეს ცხინვალში, მოსკოვის მიკრორაიონში, იწყება ბინადართა შესახლება. როგორც ”ინტერპრესნიუსი” ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, ახალ მიკრორაიონში, რომელსაც ცხინვალის რეჟიმმა მოსკოვის სახელი დაარქვა, 189 კოტეჯი დგას. მიკრორაიონში ასევე მდებარეობს სკოლები, უნივერმაღი და ორი საბავშვო ბაღი. მოსკოვის მიკრორაიონში ერთი სკოლა და რამდენიმე კოტეჯი შარშან, აგვისტოში გახსნა მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა ახლახან განაცხადა, რომ მიკრორაიონი ექსპლუატაციაში 20 სექტემბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს შევიდოდა. ახალ მიკრორაიონში იგეგმება რუსი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების შესახლება.

XS
SM
MD
LG