Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანაშემწის ცნობით, ზაკაევმა პოლონეთი დატოვა


ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერის, ახმედ ზაკაევის თანაშემწის ცნობით, ზაკაევმა ვარშავა დატოვა და ლონდონში დაბრუნდა. ადამ ბოროვსკიმ ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს უთხრა, რომ ზაკაევი პოლონეთიდან კვირას გაემგზავრა.ზაკაევი პარასკევს, ვარშავაში დააკავეს, რუსეთის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, თუმცა პოლონეთის სასამართლომ ის მალევე გაათავისუფლა. რუსეთი მას ბრალს სდებს 1990-იან წლებში, რუსეთის ჯარსა და ჩეჩენ სეპარატისტებს შორის ომების დროს დანაშაულების ჩადენაში. ზაკაევი ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს - მას შემდეგ, რაც 2003 წელს ამ ქვეყანამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.
XS
SM
MD
LG