Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, პოლიციის განცხადებით, სულ ცოტა, 30 ექსტრემისტი დახოცეს


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, სულ ცოტა, 30 ექსტრემისტი დახოცეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სამ ქალაქში განხორციელებული ოპერაციის შედეგად. ეს იყო პაკისტანის არმიის, გასამხედროებული ჯგუფებისა და პოლიციის ერთობლივი ოპერაცია, მიმართული ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც თავს ესხმოდნენ ადგილობრივი სამშვიდობო კომიტეტის წევრებს და მონაწილეობდნენ ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების მოტაცებაში. სამშვიდობო კომიტეტები აერთიანებს ადგილობრივ მოხალისეებს, რომლებიც ხელისუფლებას ექსტრემისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ასეთივე ოპერაცია მიმდინარეობს პაკისტანის სხვა ქალაქებშიც.
XS
SM
MD
LG