Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩოსთან გასულ ღამით აფეთქება მოხდა


თბილისში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად გასულ ღამით მომხდარი აფეთქების შესახებ, საქართველოს შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. შემთხვევის ადგილი დღეს კრიმინალისტებმა დაათვალიერებინეს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს, რომელმაც ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. სააგენტო ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყებოდა, რომ აშშ-ის საელჩოდან რამდენიმე ათეულ მეტრში მომხდარმა აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორიისგან საელჩოს გამყოფი კედელი დააზიანა. ამასთან, ამავე სააგენტოს საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აფეთქება საელჩოს ტერირტორიაზე, ან კედლის უშუალო სიახლოვეს არ მომხდარა და მას დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთრება არ დაუზიანებია. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ აფეთქება აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე მოხდა და მას მსხვერპლი, ან სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. აფეთქების გამო, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით, დამონტაჟებული იყო ორი თვითნაკეთი მოწყობილობა, რომელთაგან ერთი აფეთქდა, მეორე კი, სპეციალისტებმა გააუვნებელყვეს.
XS
SM
MD
LG