Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ 40 მილიარდი დოლარი მოაგროვა გლობალური ჯანდაცვის სტრატეგიისთვის


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დღეს გამოაცხადა, რომ 40 მილიარდ დოლარს გამოჰყოფენ ქალებისა და ბავშვების ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად, რაც სიკვდილისაგან იხსნის მილიონობით ადამიანს. ბან კი მუნის განცხადებით, მთავრობები, ფილანტროპები და კერძო ორგანიზაციები გამოჰყოფენ ფულს ქალთა და ბავშვთა ჯანდაცვის გლობალური სტრატეგიის დასაფინანსებლად. გამოთქვამენ იმედს, რომ ამ სტრატეგიის მეშვეობით 2015 წლამდე 16 მილიონი ადამიანი გადაურჩება სიკვდილს. ბან კი მუნის განცხადების ფონია გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების განსახილველი სამიტი, რომელზეც მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაზე მსჯელობენ და რომელიც დასასრულს უახლოვდება. დღეს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო.
XS
SM
MD
LG