Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს განიხილავს


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებების პროექტი პარლამენტს მთავარმა მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა უნდა წარუდგინოს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია ეჭვობს, რომ ადეიშვილი პარლამენტის "ტრადიციულ" იგნორირებას მოახდენს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დღეს სწორედ ზურაბ ადეიშვილი წარადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ზურაბ ადეიშვილის გარდა კიდევ სამი მომხსენებელი ჰყავს, რომელთაც ასევე აქვთ პროექტის წარდგენის უფლება. კერძოდ, იუსტიციის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძეს, მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილს და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვამდე, პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დეპუტატებს კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია უნდა გააცნოს.

XS
SM
MD
LG