როგორც იქნა, მოგვადგა კარს 29 სექტემბერიო, ”სახალხო კრების” მიერ გამოცხადებული თარიღიო, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უნდა მოიყაროს თავი და გადამწყვეტი სიტყვა თქვასო, წერს გაზეთი ”ალია” და აქვეყნებს მცირე ინტერვიუს ”სახალხო კრების” ერთ-ერთ ლიდერთან, ნონა გაფრინდაშვილთან: ”ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად არ დაიღუპოს და არ ჩაიძიროს. ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. თუ საზოგადოება მართლა არ დადგა ფეხზე, მაშინ არაფერი გამოვა. ამ ყველაფერზე ჩვენ 29-ში ვისაურებთ”, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ ”ალიასთან” საუბრისას.
ამასობაში კი ბურჯანაძე პრეზიდენტს გაეროს მოტყუებაში ადანაშაულებს, წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც სიღარიბის მაჩვენებელზე და ბიზნესის კეთების თავისუფლებაზე ისაუბრა. ბურჯანაძე ასევე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, კონსტიტუციის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ: ”არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ იმ კონსტიტუციის მიღება, რომელიც სააკაშვილის და მისი ხელისუფლების პრაქტიკულად მონარქიის გამოცხადებას დაამკვიდრებს საქართველოში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ”, - აცხადებს ბურჯანაძე. მის ამ სიტყვებს კი გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს.
გაზეთი ”ახალი თაობა” წერს დღეს იმის შესახებაც, რომ ლეიბორისტები აფხაზებსა და ოსებთან დიალოგს იწყებენ და აქვეყნებს ინტერვიუს ლეიბორისტების ერთ-ერთ ლიდერთან, ნესტან კირთაძესთან: ”უნდა შეიქმნას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი, როგორც სამშვიდობო ინსტიტუცია და კერა ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგისათვის, ჰუმანიტარული ურთიერთობებისათვის, ტრადიციებისა და კულტურული საფუძვლების განახლებისათვის”, - აცხადებს ნესტან კირთაძე ”ახალ თაობასთან” საუბარში.
რატომ აღარაა ნატო აკვიატებული მიზანი, დღევანდელი ”რეზონანსი”, აი, ამ კითხვით დაინტერესდა და პუბლიკაციას პირველი გვერდიც დაუთმო. პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც აგვისტოს ომამდე ხშირად იმეორებდა, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა, ახლა ამ საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფელბას არასდროს დაუწესებია ვადები. ქვეყანამ კი საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრისას რეგიონში შექმნილი ვითარებაც უნდა გაითვალისწინოსო, წერს პუბლიკაციის ავტორი და მას იქვე მოჰყავს მიხეილ სააკაშვილის სიტყვები:
”საქართველო კვლავ ისწრაფვის ნატოსკენ, თუმცა ეს ”აკვიატებულ მიზანს” არ წარმოადგენს“. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ 2008 წელმა მთლიანად შეცვალა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ხელისუფლების მოლოდინი, რომ საქართველო რეგიონში ლიდერად ჩამოყალიბდებოდა, არ გამართლდა: ”ხელისუფლება მოწადინებული იყო, რომ ნატოს მიმართულებით ყველაზე პირველს გაეხსნა კარი, თუმცა აგვისტოს ომმა საქმე გაართულა. ქვეყანა არასტაბილურ ვითარებაში ჩადგა, შესაბამისად, გაწევრიანების პერსპექტივა ბუნდოვანია”, - ამბობს სესიაშვილი ”რეზონანსთან“ საუბრისას.
”რეზონანსი” აქვეყნებს დღეს ინტერვიუს თსუ-ს პროფესორთან და აკადემიური საბჭოს ყოფილ წევრთან გუგული მაღრაძესთან. ”29 სექტემბერს დანიშნული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებისათვის სერიოზულად მოემზადნენ ის ძალები, რომლებსაც სურთ უნივერსიტეტზე მაქსიმალური კონტროლის განხორციელება”, - აღნიშნავს მაღრაძე და განაგრძობს: ”სტუდენტებთან ღია თუ ფარული მუშაობა მიდის. ყველამ იცის, რომ მათი დიდი უმრავლესობა გარედან, ნაციონალური მოძრაობის მიერ იმართება. თვითმმართველობა თანამედროვე კომკავშირია. უნივერსიტეტის სტუდენტები აკადემიური საბჭოს არჩევნებში ბევრნი იქნებიან და შეუძლიათ გაიყვანონ ის, ვინც ნაციონალებს უნდათ”, - აცხადებს მაღრაძე ინტერვიუში.