Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოში შეიქმნა ახალი ოპოზიციური ფრაქცია


თბილისის საკრებულოში შეიქმნა ახალი ოპოზიციური ფრაქცია, სახელწოდებით "დედაქალაქი." მასში გაერთიანდნენ პარტია საქართველოს გზის წევრი ნათელა მაჭავარიანი, კონსერვატორი კახა კუკავა და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარეა. მათი განცხადებით, ფრაქციის პრიორიტეტებია ჯანდაცვა, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბიუჯეტის ფორმირებისა და ათვისების გამჭვირვალობა და დევნილებისა და გარემოვაჭრეების უფლებათა დაცვა. ახალი ფრაქცია საკრებულოს დანარჩენ ოპოზიციასა და უფრაქციო დეპუტატებთან თანამშრომლობას აპირებს.
XS
SM
MD
LG