Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგმა აგვისტოს ომის შედეგად დაკარგულთა შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდეგ დაკარგულების ბედის გარკვევის და უკანონო ქმედებების ჩამდენთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საქმეში მნიშვნელოვანი ხარვეზები შეინიშნება - ასეთი შეფასებით იწყება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიში, რომელიც ორმა ექსპერტმა მოამზადა. ექსპერტები კონფლიქტის ყველა მხარესთან მუშაობდნენ. მათი ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ცნობებისა, რომ კონფლიქტის შემდეგ ადამიანთა გაუჩინარების ზოგიერთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ხელი ერია, ოპერატიული სამძებრო სამუშაოები არ ყოფილა გამოცალკევებული იმ დანაყოფებისგან, სადაც სავარაუდოდ საქმეში ჩარეული ოფიცრები მუშაობდნენ. ჰამარბერგის განცხადებით, გამოძიებაზე ზედამხედველობა უნდა ჩამოერთვას რეგიონალურ პროკურატურას, ხოლო აღნიშნული რაიონების პოლიციის განყოფილებები უნდა ჩამოშორდნენ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს.
XS
SM
MD
LG