Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი რუმინელი ჯარისკაცი დაიღუპა


როგორც იტყობინებიან, ავღანეთში ორი რუმინელი ჯარისკაცი დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზაბულის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად კიდევ ერთი რუმინელი ჯარისკაცი დაიჭრა. საერთო ჯამში ავღანეთში რუმინელ სამხედროთა მსხვერპლის რიცხვმა 17-ს მიაღწია. ავღანეთში ამჟამად რუმინეთის 1663 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG