”კვლავ წართმეული ჰექტარები. შიდა ქართლის ”დემარკაცია” 1982 წლის საბჭოთა რუკით” – ”რეზონანსი” რუსი სამხედროების მიერ ომისშემდგომი ”საზღვრის” შეცვლის მცდელობას ეხმაურება. ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ ”რეზონანსს” უთხრა: ”ის, რაც შიდა ქართლში ხდება, - რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევა, - მათ მიერ კარგად აპრობირებული მეთოდია. მათ გადმოსწიეს საზღვარი, თუმცა რუსულ ჯარებს დისლოკაციის ადგილი არ შეუცვლიათ. რუსული მხარის მიზანია, ოკუპირებული რეგიონის ირგვლივ ტერიტორიები მოსახლეობისგან დაცალოს და ბუფერული ზოლი შექმნას”, - ამბობს არეშიძე.
ამ საკითხს, ”რეზონანსის” გარდა, ”ვერსიაც” ეხმაურება და მკითხველს სთავაზობს რეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან. სტატიაში წაიკითხავთ: ”ზემო ნიქოზისგან განსხვავებით, საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს ფლობდა ქვემო ნიქოზის მოსახლეობა. როგორც ”ვერსიამ” გაარკვია, საუბარია ქართველების მიერ ნახევრად კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც ქართული ბლოკპოსტის შემდეგ მდებარეობს. ეს ე.წ. ნეიტრალური ზონაა, სადაც, როგორც წესი, არც ერთი მხარის სამხედროები არ მოძრაობენ. ტერიტორიაზე ხეხილის ბაღებია გაშენებული, ამიტომ 28 სექტემბრის ჩათვლით მოსახლეობა საკუთარი ბაღების მოსავლელად ჩვეულებრივ დადიოდა. უკანასკნელი ორი დღეა გადასვლაზე არავის უფიქრია, რადგან, მოსახლეობის მიერ უკვე დადასტურებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ნეიტრალურ ზონაზე აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს”, - წერს ”ვერსია”.
”მაინტერესებს, დაპატიმრებისას რა ფირმის საცვლები მეცვა, ‘კელვინ კლაინის’ თუ ‘ადიდასის’ ” - ესეც ”ვერსიის” სათაურია, რომლითაც განათლების ყოფილ მინისტრ, ამჟამად კი ილიას უნივერსიტეტის სრულ პროფესორ გია ნოდიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. სათაურში გამოტანილია ნოდიას ფრაზა, რომელიც მისი დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ხმის პასუხად უთხრა ჟურნალისტს. გია ნოდია ინტერვიუში განათლების რეფორმაზეც ლაპარაკობს: ”ის, რომ სკოლებში ბავშვები ვერ იღებენ კარგ განათლებას, პრობლემად რჩება. ჩემს დროსაც ეს დიდი პრობლემა იყო და მის მოსაგვარებლად ჩემეული ორი ვერსია მაქვს. ერთი რთულია, მეორე - არაპოპულარული. რთულია, მკვეთრად გაზარდო დაფინანსება და მასწავლებელს ხელფასი მინიმუმ ორჯერ მაინც მოუმატო. არაპოპულარული ნაბიჯი კი ისაა, მკვეთრად შეცვალო მასწავლებელთა კორპუსი, რადგან მასწავლებელთა უმრავლესობა არაპროფესიონალია. ამის თქმა რთულია პრეზიდენტისთვისაც, განათლების მინისტრისთვისაც და ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, რადგან მასწავლებელი საკმაოდ ძლიერი საარჩევნო ძალა, კოლონაა”, - ამბობს გია ნოდია ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”იწყება ახალი მართლმსაჯულება” – ”24 საათი” სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლას ეხმაურება: ”დღეიდან საქართველოში სრულიად ახალი სამართალწარმოება იწყება და ის თავიდან ბოლომდე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე იქნება დამყარებული. ახალი ”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი”, რომელზე მუშაობაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ნოვაციებითა და პროგრესულობით გამოირჩევა”, - წერს ”24 საათის” ავტორი.
სახალხო კრების შესახებ დღესაც არაერთი გაზეთი წერს. ”ახალ თაობაში” ცენტრალური ადგილი უკავია ინტერვიუს, სათაურით: ”ბურჯანაძემ ნოღაიდელი სახალხო კრებას არ გააკარა”. კორესპონდენტი სახალხო წარმომადგენლობითი კრების შექმნის ერთ-ერთ მხარდამჭერს, მერაბ შათირიშვილს ესაუბრება. ის ამბობს: ”ცუდი ის არის, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრება და მისი საინიციატივო ჯგუფი უნებლიეთ ქმნიან ძალას, რომელსაც რომელიღაც პარტია მართავს. ეს ძალა ამ კრებას პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს. ეს პარტია ამ ძალით აუცილებლად ივაჭრებს სხვა პარტიებთან”, - ამბობს მერაბ შათირიშვილი და ამავე ინტერვიუში აკონკრეტებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ნინო ბურჯანაძის პარტიაა.
”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორიც წერს დღეს სახალხო კრების, უფრო ზუსტად კი, მასზე სხვა ოპოზიციური პარტიების დაუსწრებლობის შესახებ: ”სრულიად გულწრფელი იყო ყოფილი მოქკავშირელი და ნაციონალი ნინო ბურჯანაძე (რაც მართალია, მართალია - ნინოს ვერავინ შეედრება სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის და ამ რეჟიმით გამოწვეული ეკონომიკურ-ზნეობრივი კოლაფსის სწორად შეფასებაში!), გაკვირვება-გაოცება რომ ვერ დამალა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებით - არ დასწრებოდნენ სახალხო კრების დამფუძნებელ ფორუმს. არადა, ელემენტარული ჭეშმარიტებაა, მათი თანადგომა უმთავრესი იყო (იქნება 25 ნოემბრისთვისაც!) იმ ეროვნულ ბრძოლაში, რომელიც თითოეულ გონიერ ქართველს მოელის ნაციონალების და მათი მოტყუებული მხარდამჭერების პირისპირ”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” სვეტის ავტორი.