Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ორი ჯარისკაცი დამნაშავედ სცნეს „ცოცხალი ფარის“ გამოყენებაში


ისრაელის სამხედრო სასამართლომ ორი სამხედრო მოსამსახურე დამნაშვედ სცნო მძიმე დანაშაულში. ისინი 9 წლის პალესტინელ ბიჭს ცოცხცალ ფარად იყენებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის არმიის ორმა სერჟანტმა 2009 წლის 15 იანვარს, ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციისას, აიძულა პალესტინელი ბიჭი შეემოწმებინა ერთ-ერთ სახლში ნაპოვნი ჩანთები. სამხედროები შიშობდნენ, რომ ჩანთებში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩანთები უსაფრტხო აღმოჩნდა, რის შემდეგაც ბიჭი სახლში გაუშევს. განსასჯელებს განაჩენს მალე გამოუტანენ. საინფორმაციო საშუალებების თქმით, ასეთი ვერდიქტი პირველი იქნება ისრაელში.
XS
SM
MD
LG