რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს ალჟირს ესტუმრა შეიარაღებისა და ენერგეტიკის საკითხებზე მოსალაპარაკებლად. ერთდღიანი ვიზიტი ითვალისწინებს მედვედევის შეხვედრას ალჟირელ კოლეგა აბდელაზიზ ბუტეფლიკასთან, ისევე როგორც ალჟირის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის ლიდერებთან. ორ ქვეყანას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობა, როცა მოსკოვი იარაღით ალჟირის მთავარი მომმარაგებელი იყო.
ყველაზე პოპულარული
1