Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი თანამშრომელი დაიღუპა


შეერთებული შტატების სამხედროების მიერ ცუდად ჩატარებული სამშველო ოპერაციის შედეგად ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბრიტანელი თანამშრომელი ქალი დაიღუპა. ამის თაობაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ სამაშველო ოპერაცია ერთადერთი შანსი იყო მის გადასარჩენად. 36 წლის ლინდა ნორგროუვი ამერიკულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა. იგი სამ ავღანელთან ერთად ორი კვირის წინ გაიტაცეს. თავდასხმა აღმოსავლეთ ავღანეთში, პროვინცია კუნარში მოხდა. დასავლეთის საინფორმაციო საშულებების ინფორმაციით, მეამბოხეებმა გატაცებული სამი ავღანელი გაათვისუფლეს. ლინდა ნორგროუვი პარასკევს მისმა გამტაცებლებმა იმ დროს მოკლეს, როდესაც ამერიკელი სამხედროები მძველსი გათავისუფლების ოპერაციას ახორციელებდნენ.
XS
SM
MD
LG